Nx ღონისძიება
18 იანვარი, 2014
Nx ღონისძიება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისში პეკინის 34 ნომერში Nx ღონისძიება გაიმართა.

ეს პროექტი მოაზროვნე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი ინოვაციური და ორიგინალური იდეა წარმოადგინონ.

აუდიტორიის წინაშე წარდგნენ, როგორც პროფესიონალი სპიკერები, ისე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. Nx დებატებს წარუძღვა "თავისუფალი დებატების ლიგა".

მონაწილეებმა ორიგინალური იდეები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც რეალურად მიაჩნიათ.

ერთ-ერთმა მონაწილემ მიკომ სახელის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამდენად დიდი როლი ითამაშა სახელმა მის ცხოვრებასა და წარმატებებში. მიკოს იდეა იმაში მგდომარეობდა, რომ ადამიანმა თვითონ უნდა შეარჩიოს სახელი ზრდასრულ ასაკში. სახელი, რომელიც მოუხდება და ასახავს მის იდენტობას. მან საზოგადოებას ურჩია, დაფიქრდნენ, რამდენად უხდებათ საკუთარი სახელი.

ასევე საინტერესო იყო სკოლის მოსწავლის იდეა გენდერსა და გენდერულ თანასწორობაზე. მან მიმოიხილა 70-იანი წლები და ისაუბა სიტყვა "თანასწორობის" წარმოშობაზე.

ილიას სახელმიფო უნივესიტეტის ლექტორპრეზენტაცია ჩაატარა ეფექტური გაყიდვების როლის მიზნებზე. მან ისაუბრა თანამედროვე გაყიდვების მახასიათებლებზე. ასევე განიხილა ბაზრების განსხვავებული ტიპები, გაყიდვ, მარკეტინგული კონცეფცია, კლიენტების სეგმენტაცია და მარკეტინგული მიქსი.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary