თბილისში პეკინის 34 ნომერში Nx ღონისძიება გაიმართა.
ეს პროექტი მოაზროვნე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი ინოვაციური და ორიგინალური იდეა წარმოადგინონ.
აუდიტორიის წინაშე წარდგნენ, როგორც პროფესიონალი სპიკერები, ისე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. Nx დებატებს წარუძღვა "თავისუფალი დებატების ლიგა".
მონაწილეებმა ორიგინალური იდეები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც რეალურად მიაჩნიათ.
ერთ-ერთმა მონაწილემ მიკომ სახელის მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა სახელმა მის ცხოვრებასა და წარმატებებში. მიკოს იდეა იმაში მგდომარეობდა, რომ ადამიანმა თვითონ უნდა შეარჩიოს სახელი ზრდასრულ ასაკში. სახელი, რომელიც მოუხდება და ასახავს მის იდენტობას. მან საზოგადოებას ურჩია, დაფიქრდნენ, რამდენად უხდებათ საკუთარი სახელი.
ასევე საინტერესო იყო სკოლის მოსწავლის იდეა გენდერსა და გენდერულ თანასწორობაზე. მან მიმოიხილა 70-იანი წლები და ისაუბრა სიტყვა "თანასწორობის" წარმოშობაზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა პრეზენტაცია ჩაატარა ეფექტური გაყიდვების როლის მიზნებზე. მან ისაუბრა თანამედროვე გაყიდვების მახასიათებლებზე. ასევე განიხილა ბაზრების განსხვავებული ტიპები, გაყიდვა, მარკეტინგული კონცეფცია, კლიენტების სეგმენტაცია და მარკეტინგული მიქსი.