უმაღლესი განათლება
სამი გამოცდა ერთ დღეს და გაცდენილი ლექციები
14 ივნისი, 2014
,,შუალედური გამოცდების დროს ლექციები არ წყდება, რის გამოც გამოცდისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვრჩება. ამას ისიც ემატება, რომ ერთ დღეს ხშირად 2 ან 3 კოლოკვიუმი გაქვს. ასეთ დროს მაღალი ქულის მიღება ძალიან რთულია, ღამეების გათენება გვიწევს’’. ნინო ჩუბინიძის მსგავსად, აღნიშნული პრობლემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომინიკაციის მიმართულების სხვა სტუდენტებსაც აწუხებთ.
FLEX - მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა
14 ივნისი, 2014
FLEX (Future leaders exchange program) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომლის მიზანია ამერიკასა და პროგრამაში მონაწილე ქვეყანებს შორის ურთიერთობის გაღრმავება. მისი ორგანიზატორია საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
გაამართლა თუ არა საატესტატო გამოცდებმა?
14 ივნისი, 2014
2014 წლის 25 მაისს საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა, რომლებმაც შეძლეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. საინტერესოა, როგორ ჩაიარა საატესტატო გამოცდებმა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და როგორ აფასებს საგამოცდო სისტემას ექსპერტი.
გიორგი კორძაიამ თბილისის 42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე აპირებს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, საატესტატო გამოცდების მიმდინარეობისას ბავშვებში მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა: „რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ალბათ, არა მარტო მე, ძალიან ბევრ აბიტურიენტს ექნება პრეტენზია. გამოცდების პირველი ნაწილის სისტემა (გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) აშკარად სხვანაირი იყო, ასე ვთქვათ, კომპიუტერი გაფასებდა ობიექტურად, მაგრამ მეორე ნაწილში, როგორც ჩანს, "დაინდეს" ბავშვები და აამუშავეს სისტემა, რომელიც ადვილად გაკლებდა ქულას. მაგრამ ასევე ძნელად თუ მოახერხებდი ზღვარს ქვევით ქულის მიღებას, ანუ სისტემა იყო შემუშავებული საშუალო ქულებზე. იქ იყო მთელი რიგი ხარვეზებისა, მაგალითად: მოდიოდა კითხვა, რომელსაც სამი სავარაუდო პასუხი ჰქონდა და მეოთხესთან არაფერი არ ეწერა, ამ დროს კი ვერ იგებდა მოსწავლე, რა უნდა ეპასუხა კითხვაზე, თანაც მსგავსი კითხვები განმეორდა რამდენჯერმე. ასევე ვერ ვიტყვი, რომ სისტემა მრავალფეროვანი იყო - მე რა კითხვებიც მომდიოდა, ის მოსდიოდა ჩემ გვერდით მჯდომ მოსწავლესაც“.
რა პრობლემები მოჰყვა ESM-ის თავისუფალ უნივერსიტეტთან შეერთებას?
07 ივნისი, 2014
ESM (ბიზნესის სკოლა) 1992 წელს შეიქმნა და მას მიღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.
როგორც ESM-ის მაშინდელი სტუდენტი მარი გვასალია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარება მისაღები გამოცდებით ხდებოდა, ბიზნესსკოლაში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო, ხოლო მაგისტრატურაზე სამუშაო გამოცდილების ქონა აუცილებლობას წარმოადგენდა. ESM-ში სწავლის გადასახადი მთლიანობაში 6300 ევრო იყო.
დაგვიანებული GPA და არარსებული ბაზა თავისუფალ უნივერსიტეტში
31 მაისი, 2014
„რომ გითხრათ, ეს საკითხი დიდად მაწუხებს-მეთქი, ტყუილი იქნება. შეიძლება ითქვას, ნეიტრალურად ვარ განწყობილი. მთავარია, ლექტორი სწრაფად და ხარისხიანად ასწორებდეს ნაშრომებს, ხოლო სად აიტვირთება ეს ნიშნები, ჩემთვის მეორეხარისხოვანია“ - ასე გვიპასუხა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე: უნივერსიტეტში ქულების ბაზების არქონა რაიმე სახის პრობლემას ხომ არ გიქმნით?
გზა რუსთავიდან თსუ-მდე და უხამსი მამაკაცები მიწისქვეშა გადასასვლელში
31 მაისი, 2014
"სახლიდან საათ-ნახევრით ადრე გამოვდიოდი იმის გამო, რომ მიწევდა გაჩერება სპორტის სასახლესთან და იქიდან ავტობუსით უნივერსიტეტში წასვლა. აქ კი ხშირად საცობები იყო, რაც მგზავრობას კიდევ უფრო აჭიანურებდა. სხვა შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობდი, თუმცა, იქ საეჭვო ქცევის მქონე პირები მხვდებოდნენ, ძირითადად, შუახნის მამაკაცები, რომლებიც უხამსობას სთავაზობდნენ გოგონებს’’- იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა მებურიშვილი.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსზე
25 მაისი, 2014
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტის შენობაში გადავიდა და 1200-ზე მეტმა სტუდენტმა ნუცუბიძის შენობიდან დიღმის კამპუსში გადაინაცვლა.
ხელმისაწვდომია თუ არა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა?!
23 მაისი, 2014
თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი ხუთ საბაკალავრო პროგრამაზე 6950 ლარია, ხოლო ბიზნესკოლაში ყოველწლიური გადასახადი - 7500 ლარი.
სტუდენტები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და ინფრასტრუქტურაზე
15 მაისი, 2014
18-სართულიანი შენობა ვერანდითა და თანამედროვე ლიფტებით, ტექნიკურად აღჭურვილი აუდიტორიები, შიდა კაფე-ბარი, ხმის ჩამწერი სტუდია, ცეკვის დარბაზი, სტუდენტი გოგონებისთვის კომფორტულად მოწყობილი საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს, რომელზეც ამჟამად მუშაობენ.
რამდენი საგნის წაკითხვის უფლება აქვს უნივერსიტეტის ლექტორს?!
03 მაისი, 2014
თამუნა სეუ-ს სტუდენტი იყო, თუმცა, მობილობის საშუალებით სხვა უნივერსიტეტში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი ბევრი რამ იყო, ერთ-ერთი კი ის, რომ ერთი ლექტორი რამდენიმე საგანს უკითხავდა, რაც მისთვის გაუგებარია: “4 სხვადახვა საგანს ერთი ლექტორი მასწავლიდა, საგანსაც ხომ გაჩნია ან მასალას, 4 საგანზე ამ ლექტორს ერთი და იგივე კონსპექტები მოჰქონდა. მეც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი სეუ-ში და განსაკუთრებით ამ სპეციალობის ახალგაზრდებისთვისაა საჭირო სწორი და გამართული მეტყველება. ჩემს ზოგიერთ ლექტორს კი ან რბილი ლ-ს პრობლემა ჰქონდა ან აზრის გამოთქმისა და ჩამოყალიბების, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ მასწავლიდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან მომწონდა. მე-2 კურსის ბოლოს მივხვდი, რომ საცდელი მაიმუნი არ ვიყავი და გადავწყვიტე, მობილობით გადავსულიყავი სხვა უნივერსიტეტში“.
რა ღირს სეუ-ში საგნის ხელახლა გავლა?!
26 აპრილი, 2014
„ეს საკითხი უმაღლესის კომპეტენციაა. მიმართეთ უმაღლესს“ - ასე გვიპასუხა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კითხვაზე: ვინ ადგენს ახლიდან გასავლელი კრედიტების საფასურს?






Carpet Cleaning Calgary