ანონსი
სამეცნიერო პიკნიკი 2014
03 ოქტომბერი, 2014
4 ოქტომბერს 11:00 საათზე ვაკის პარკში გაიხსნება ილიაუნის მესამე სამეცნიერო პიკნიკი.
კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“
02 ოქტომბერი, 2014
3 ოქტომბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თსუ-ს პროფესორი ნოდარ ხადური, ქალაქ თბილისის მერი, თსუ-ს პროფესორი დავით ნარმანია დაესწრებიან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას "თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები".
„რადიკალური ისლამი დასავლეთის წინააღმდეგ“
02 ოქტომბერი, 2014
3 ოქტომბერს 18:00 საათზე თსუ-ში "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით გაიმართება დოკუმენტური ფილმის "რადიკალური ისლამი დასავლეთის წინააღმდეგ" ჩვენება-დისკუსია.
როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი ინტერნეტით
30 სექტემბერი, 2014
1 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია/შეხვედრა თემაზე - როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი ინტერნეტით.
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და „სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრს“ შორის
30 სექტემბერი, 2014
1 ოქტომბერს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და "სოციალურ კულტურული განვითარების ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მოაწერენ ხელს.
ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
30 სექტემბერი, 2014
1 ოქტომბერს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრისიმოადგილე ლია გიგაური ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოვებენ.






Carpet Cleaning Calgary