ფოტოამბები
ოსური ღვეზელები
31 აგვისტო, 2020
მართალია, ოსურმა ღვეზელებმა საერთაშორისო ბრენდის ტიტული მოიპოვა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიც შეხვდებით, მაგრამ ოსები თვლიან, რომ რასაც სამხრეთის ოსეთის ფარგლებს გარეთ აცხობენ, რთულია უწოდო ოსური ღვეზელი. მიზეზი ბევრია: ცომი, შიგთავსი, ზომა, მიწოდების ფორმა. ნებისმიერ ოსს, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, დაგემოვნებისას შეუძლია თქვას, როგორი ყველისგან არის მომზადებული ღვეზელი.
„Art Objects” სოხუმში
26 აგვისტო, 2020
სოხუმში მუჰაჯირების სანაპიროზე ღია ცისქვეშ გამოფენა სახელწოდებით „Art Objects” გაიმართა. ექსპოზიციაზე ინტერიერის ნახატები წარმოადგინეს. ავტორი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლერა კეტიაა.
ხელოვანი რაჭიდან
21 აგვისტო, 2020
მარიკა დოხნაძე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში ცხოვრობს.

მარიკა სხვადასხვა მასალზე მუშაობს და მისი დიზაინით მოწყობილ სახლსა და ეზოში, გრაფიკული ნამუშევრების გარდა, თექაზე შესრულებულ ნაშრომებსაც ნახავთ, ეზოში კი ქვის ბარელიეფებსა და სხვადასხვა ფორმის ფიგურას.
შორაპნის ციხის ბედი
19 აგვისტო, 2020
შორაპნის ციხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში მდებარეობს, რომლის აგებაც ფარნავაზის სახელს უკავშირდება. ციხე-ქალაქს მტრისაგან თავდასაცავად სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა.
იმერელი ქალი ჭრელი თავსაფრით
17 აგვისტო, 2020
ამბობენ, იმერელ ქალს ისე შეუძლია სტუმარს შეეგებოს, თითქოს, მთელი ცხოვრება მას ელოდაო. სწორედ იმერელი ქალების შრომისმოყვარეობის დამსახურებაა ზემოაღნიშნული მოსაზრება. მატერიალური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საშუალება მესაქონლეობაა. ყველისა და სხვა რძის პროდუქტებს ყიდიან და ამით თავსა და ოჯახებს არჩენენ.
"ფოტოსაშრობი ცხინვალში"
14 აგვისტო, 2020
ცხინვალში ფოტოექსპოზიცია სახელწოდებით „ფოტოსაშრობი“ მეოთხედ გაიმართა. მსურველებს შეეძლოთ მათ მიერ გადაღებული ფოტოები მოეტანათ და სამაგიეროდ ის წაეღოთ, რომელიც მოეწონებოდათ. ტრადიციის მიხედვით მასალებს თეთრი სარჭებით თოკზე კიდებენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary