13 აგვისტო, 2020
სასიამოვნოა ადამიანებისგან დაცლილ ქალაქში სეირნობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტურისტებს ვგულისხმობ. აფხაზეთში პირველ აგვისტომდე რუსეთიდან გადმოსვლა აკრძალული იყო, შემთხვევით ვისარგებლე და უმშვენიერეს ქალაქ ახალ ათონში გავემგზავრე.
10 აგვისტო, 2020
„ამ დაზგაზე თითო დეტალი, თითო ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ - ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, სადაც ათობით აკვანი გაუკეთებია.
29 ივლისი, 2020
სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მისაღები კომისია მთავარი კორპუსის ნაცვლად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მუშაობს. დღის სწავლებაზე ახალი მიმართულება გაიხსნა - სამსახიობო ხელოვნება. აღნიშნულ მიმართულებით 20 ახალგაზრდა დაინტერესდა.
27 ივლისი, 2020
სარფში, იქ სადაც საქართველო-თურქეთის საზღვარი გადის, ზაფხულობით პლაჟზე უამრავი ადამიანი იყრის თავს. ადამიანთა ნაწილს სუფთა, კამკამა ზღვა იზიდავს, მეორე ნაწილს კი სარფში, ზღვაში შეჭრილი კლდე და ექსტრემი, რომელიც ამ კლდიდან ზღვაში ჩახტომას თან ახლავს. ამ კლდეს ლაზურად ქვაომხაზე ჰქვია.
21 ივლისი, 2020
დღეს სამხედრო სანატორიუმები ერთ ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ საბჭოთა დრო ვისაც ახსოვს, მათ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჰყოფდა.
15 ივლისი, 2020
თბილისში მომრავლებული ქუჩის მხატვრობის ნიმუშებს შეამჩნევდით, ალბათ. ნამუშევრების უკან ენთუზიაზმით სავსე და ქუჩის მხატვრობისადმი უდიდესი სიყვარულის მქონე ახალგაზრდები დგანან.