ფოტოამბები
იენოკავანის ექსტრემალური ემოციები
03 სექტემბერი, 2022
ყოველ წელს, სოფელ იენოკავანში ათასობით ადამიანი (15-18 000) ექსტრემალურ გარემოში მთელ რიგ ემოციებსა და სიამოვნებას იღებს. იენოკავანი სომხეთის ტავუშის რეგიონში მდებარეობს.
ახალგორის მეეზოვეები
12 აგვისტო, 2022
ახალგორის რაიონში მეეზოვეების დილა 7 საათზე იწყება, რომლებიც ყოველდღიურად დაბის სისუფთავეზე ზრუნავენ. როგორც ყველგან, აქაც შეხვდებით ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დაგდებულ სიგარეტის ნამწვს, ცარიელ ბოთლებსა და თუნუქის ქილებს, სხვადასხვა საკვების ნარჩენს.
აზერბაიჯანში შემორჩენილი კოლმეურნეობა
05 აგვისტო, 2022
ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით 200 კილომეტრში საინტერესო სოფელი ივანოვკა მდებარეობს, არანაკლებ საინტერესო მაცხოვრებლებით - მალაკნებით. ისინი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მიმართულების მიმდევრები არიან, რომელიც მე-17 საუკუნეში საეკლესიო რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანში მალაკნები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდნენ, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისგან გამოირჩეოდნენ როგორც ცხოვრების წესით, ისე ყოფით. 21-ე საუკუნეშიც კი ივანოვკა ქვეყნის სხვა სოფლებისგან განსხვავდება. აქ ერთადერთი კოლმეურნეობაა შემორჩენილი.
სოხუმის ტურისტული ადგილები
30 ივლისი, 2022
აფხაზეთის დედაქალაქი კარგია მოსანახულებლად არა მხოლოდ კომფორტული დასვენებისთვის, არამედ ისტორიული მნიშვნელობის ადგილების დასათვალიერებლადაც. ფოტოების ამ კრებულში, ფოტოობიექტივში ის ადგილები მოვახვედრეთ, რომლებსაც სოხუმის დამთვალიერებლები სტუმრობენ. ეს ადგილები ქალაქის ისტორიის სიმბოლოებია, ზოგიერთი მე-20 საუკუნის არის, ზოგიერთი კი ანტიკური ეპოქის.
გალის ბაზრობა
26 ივლისი, 2022
გალში, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას ბაზრობის დღეა. მოვაჭრეები საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიან. გალში გასაყიდი საქონლის 70% დანარჩენი საქართველოდან შემოდის, ნაწილიც სოჭიდან, ნაწილს, კონკრეტულად თხილს, რძის პროდუქტებსა და ბაღჩეულს ადგილობრივი მოსახლეობა აბარებს.
"პური მწვანილით"
19 ივლისი, 2022
არცახში შეუძლებელია ადამიანი მოძებნოთ, რომელსაც ჟენგიალოვ აცი ("პური მწვანილით") არ გაუსინჯავს. ყველაზე ცნობილი არცახული კერძი მხოლოდ არცახელებისთვის კი არა იმ ტურისტებისთვისაც ნაცნობია, რომლებიც არცახში ყოფილან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?
ვიდეო






Carpet Cleaning Calgary