„აკადემიურ საბჭოზე გავა ყოველწლიური, ივანე ჯავახიშვლის სახელობის სამეცნიერო ფორუმის ჩატარების საკითხიც“ - განაცხადა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმირ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინ გაიმართა ხუდონჰესის მშენებლობისა და საყდრისის აფეთქების საწინააღმდეგო აქცია. აქციის ორგანიზატორები იყვნენ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძეგლის მეგობარი“. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მათი თქმით, მხარს უჭერს საყდრისისა და სხვა ძეგლების აფეთქებას.