22 წლის ნინო გვასალია სამართალდამცველებმა მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს - ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა.
„ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით კონფერენცია „აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება“ თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები: სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ბელგიური კომპანია „BCG“ (Bird Conservation Georgia) იყვნენ.
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" მიწვევით ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენინგმა. ლექციაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს განვითარების ეტაპებზე და აღნიშნა, რომ მეორე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პარალელურად მოუხდა ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და გლობალურ სამყაროსთან შეერთება.