ანონსი
„თსუ გორდელას“ ალბომის პრეზენტაცია
29 სექტემბერი, 2014
30 სექტემბერს 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლის "თსუ გორდელას" ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
„ჩინეთი და ჩინური ენა"
29 სექტემბერი, 2014
30 სექტემბერს 16:30 საათზე ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება "ჩინეთი და ჩინური ენა".
ენების ევროპული დღის აღსანიშნავი ღონისძიების გახსნა
26 სექტემბერი, 2014
27 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ენების ევროპული დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ახალი პროექტის პრეზენტაცია
26 სექტემბერი, 2014
27 სექტემბერს 13:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში (პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორია) სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გამართავს პრესკონფერენციას და ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრებს.
GOOGLE კამპუსში!
24 სექტემბერი, 2014
25 სექტემბერს 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის 420-ე აუდიტორიაში გუგლის სპეციალისტები სტუმრებისა და სტუდენტებისთვის 45-წუთიან გაცნობით ლექციას ჩაატარებენ.
ამერიკული უნივერსიტეტებისა და კოლეჯების გამოფენა
22 სექტემბერი, 2014
23 სექტემბერს 16:00 საათზე "რადისონ ბლუ ივერიის" დარბაზში გაიმართება ამერიკული უნივერსიტეტებისა და კოლეჯების გამოფენა.






Carpet Cleaning Calgary