თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა" სტუდენტებთან შეხვედრა გამართა სახელწოდებით - ,,შეაჩერე ოჯახური ძალადობა".
კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი" სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს საჯარო ლექცია მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ წაუკითხა. ლექცია შემდეგ თემებს მოიცავდა: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაცია, პლაგიატიზმი და ის საკითხები, რომლებიც ჟურნალისტიკაში ყველაზე მწვავედ დგას.